ანექსირებულ ყირიმში გაზსადენი იწვის

ს მიერ ანექსირებული ს ქალაქ ქერჩის გაზსადენზე ხანძარია. რუსული სააგენტოების ცნობით, ქერჩის ერთ-ერთ რაიონში იწვის გახეთქილი მილიდან ამოსული გაზი, რომელმაც ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა.
გაზსადენზე გამთენიისას დაწყებული ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია.
ანექსირებულ ყირიმზე ხშირია დრონებით შეტევები, რომლებსაც რუსეთი „ს რეჟიმის მიერ ტერაქტების მცდელობას“ უწოდებს. დღეს ასეთი შეტევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ამ ეტაპზე არაფერს ამბობენ შესაძლო დივერსიის თაობაზეც.
ს კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტები, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდი, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა.