არქივი9 დეკემბერი 2023, 14:53
ოკუპირებულ მაკეევკაში ნავთობის საცავი იწვის
ოკუპანტების მიერ კონტროლირებულ დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში ნავთობის საცავი იწვის. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.
სოციალურ ქსელში ხანძრის ვიდეოსთან ერთად ასევე ვრცელდება ნამსხვრევების ფოტო. სავარაუდოა, რომ ეს იმ უკრაინული რაკეტის ნამსხვრევებია, რომელმაც გამოიწვია ნავთობის საცავში ხანძრის გაჩენა.
რამდენიმე საათის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ მაკეევკაზე სარაკეტო თავდასხმა მიიტანა, თუმცა, არ იყო დაკონკრეტებული იერიშის შედეგად მიყენებული ზიანი.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.