პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ყირიმში გადასვლისას რატომ ირთვება როუმინგი თუ ყირიმი რუსეთია?” – ეთერში მოხვედრილი კრიტიკული შეკითხვები პუტინს

პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენციის პარალელურად, ეკრანზე კითხვები პირდაპირ ეთერში გადიოდა, რამაც დარბაზში უხერხულობა შექმნა. მაგალითად, მოქალაქეები კითხულობდნენ, როდის იქნება რუსეთი რეალურად ისეთი, როგორსაც კრემლის მედია აჩვენებს, რატომ იტყუება ხელისუფლება, როდის დაიწყება უკრაინასთან მოლაპარაკება და ა.შ.
· იმ რუსეთში როგორ მოვხვდე “პირველ არხზე” რომ ყვებიან?
· რატომ ღირს დაღესტანში ერთ შეკვრა კვერცხი 500 რუბლი?
· როდის დაიწყება უკრაინასთან მოლაპარაკება?
· ყირიმში გადასვლისას რატომ ირთვება როუმინგი თუ ყირიმი რუსეთია?
პუტინი კი ამ დროს „მზარდ ეკონომიკასა“ და „სტაბილურობაზე“ საუბრობდა.
წყარო – მთავარი არხი

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.