ანდრია ჯაღმაიძე – სიმართლე გაცხადდება და თავად ამხელს მათ, ვინც სცადა, უბედური და სამწუხარო, მგრძნობიარე ამბავი ეკლესიის დასაკნინებლად გამოეყენებინა – ეკლესიას უკრაინაში მებრძოლ ადამიათათვის რაიმე შემზღუდავი ნორმა არასდროს დაუდგენია

ეკლესიას უკრაინაში მებრძოლ ადამიანთათვის რაიმე შემზღუდავი ნორმა არასდროს დაუდგენია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე წერს.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სიმართლის გაცხადება ამხელს მათ, ვინც „მგრძნობიარე ამბავი ეკლესიის დასაკნინებლად გამოეყენებინა“.

„სიმართლე გაცხადდება და თავად ამხელს მათ, ვინც სცადა, ეს უბედური და სამწუხარო, მგრძნობიარე ამბავი ეკლესიის დასაკნინებლად გამოეყენებინა. არასდროს ეკლესიას უკრაინაში მებრძოლ ადამიათათვის რაიმე შემზღუდავი ნორმა არ დაუდგენია და ეს ყველამ იცის“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

26 წლის ლანა ლატარია, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ის უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცის, ზაალ ლატარიას შვილი იყო.

ზაალ ლატარიამ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ მას მიცვალებულის ტაძარში დასვენებაზე უარი უთხრეს, თუმცა რატომ არ აუხსნიათ. საზოგადოების ნაწილმა აღნიშნული ფაქტი მამის უკრაინაში ბრძოლას დაუკავშირა.

 

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება