ანდრეი სიბიგა – რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას – დაუწესეთ მას სანქციები ახლავე

რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას და სრულ უპატივცემულობას გამოხატავს მსოფლიოში ყველას მიმართ, ვინც მკვლელობებისა და ომის დასრულებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ხარკოვი, სუმი, ოდესა და სხვა რეგიონები წუხელ კვლავ რუსეთის თავდასხმის ქვეშ მოექცნენ. ხარკოვი განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა დრონების დარტყმების შედეგად. ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ორმოცდაათზე მეტი დაშავდა, მათ შორის რვა ბავშვი. რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას და სრულ უპატივცემულობას გამოხატავს მსოფლიოში ყველას მიმართ, ვინც მკვლელობებისა და ომის დასრულებისკენ მოუწოდებს“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
„დაუწესეთ რუსეთს სანქციები ახლავე. მოსკოვმა უკვე ნათლად განაცხადა, რომ უარყოფს მშვიდობას“, – აცხადებს სიბიგა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა