ანდრეი სიბიგა – ღამით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური და სასტიკი დარტყმა განახორციელა – პუტინის მიზანი ძალიან მარტივია, მას „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სუსტად წარმოჩენა სურს

პუტინის მიზანი ძალიან მარტივია, მას „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სუსტად წარმოჩენა სურს, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ შეტევას.
„დღეს ღამით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური და სასტიკი დარტყმა განახორციელა. მშვიდობიან მოსახლეობას ასობით დრონი და რაკეტა დაესხა თავს. განსაკუთრებით მძიმე იერიშები კიევზე განხორციელდა“, – წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „ამას „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს მიზანმიმართულად აკეთებს“.
„პუტინის მიზანი ძალიან მარტივია, მას „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სუსტად წარმოჩენა სურს. მხოლოდ გადამწყვეტი ნაბიჯები და მოსკოვზე რეალური ზეწოლა დაამტკიცებს იმას, რომ ის ცდება“, – აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, ღამით რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური იერიში განახორციელა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა და 55 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო