ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანდრეი სიბიგა - რუსეთი ნებისმიერ მნიშვნელოვან სამშვიდობო ძალისხმევას უარყოფს, ამიტომ დამანგრეველი სანქციები უნდა დაუწესდეს

ანდრეი სიბიგა - რუსეთი ნებისმიერ მნიშვნელოვან სამშვიდობო ძალისხმევას უარყოფს, ამიტომ დამანგრეველი სანქციები უნდა დაუწესდეს

რუსეთი ნებისმიერ მნიშვნელოვან სამშვიდობო ძალისხმევას უარყოფს, ამიტომ დამანგრეველი სანქციები უნდა დაუწესდეს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა 10 ივნისის ღამეს რუსეთის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო იერიშებს.
„რუსული ტერორის მორიგი ღამე უკრაინაში. კიევსა და ოდესაზე ასობით დრონისა და ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით მძიმე თავდასხმები განხორციელდა. რუსებმა სამშობიარო სახლსა და საცხოვრებელ კორპუსებს დაარტყეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაშავდა“, - განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ახლავე უნდა დაწესდეს.
„რუსეთი ნებისმიერ მნიშვნელოვან სამშვიდობო ძალისხმევას უარყოფს, ამიტომ ახალი დამანგრეველი სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდეს. ლოდინის დრო აღარ არის. ენერგო სექტორი, ნავთობის ფასებზე ლიმიტის დაწესება, საბანკო სექტორი და მეორადი სანქციები ყველაზე მგრძნობიარე სფეროებია“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, 10 ივნისს რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად კიევში 4 ადამიანი დაშავდა, ხოლო ოდესაში ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.