ანდრეი სიბიგა – რუსეთის ჩვეული ტაქტიკა: დაადანაშაულე მეორე მხარე იმაში, რასაც თავად აკეთებ ან რის გაკეთებასაც გეგმავ – მსოფლიოს მოვუწოდებთ, რუსეთის პროვოკაციული განცხადებები დაგმოს

რუსეთის ჩვეული ტაქტიკა: დაადანაშაულე მეორე მხარე იმაში, რასაც თავად აკეთებ ან რის გაკეთებასაც გეგმავ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
ანდრეი სიბიგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ „29 დეკემბრის ღამეს, კიევის რეჟიმმა დრონების გამოყენებით ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა“.
„რუსეთის მანიპულაციები „პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობასთან“ დაკავშირებით, მხოლოდ ერთი მიზეზით არის გამოგონილი: უკრაინაზე რუსეთის შემდგომი თავდასხმებისთვის ცრუ საბაბისა და ყალბი გამართლების შესაქმნელად, ასევე, სამშვიდობო პროცესისთვის ძირის გამოთხრის მიზნით“, – წერს სიბიგა X-ზე.
მისი თქმით, უკრაინა აშშ-ის ხელმძღვანელობით და ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით სამშვიდობო ძალისხმევის ერთგულია.
„მსოფლიოს მოვუწოდებთ, რომ რუსეთის პროვოკაციული განცხადებები დაგმოს“, – აცხადებს სიბიგა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან