ანდრეი სიბიგა – რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკი დაბომბვა შობის ღამესაც არ შეწყვიტა – მსოფლიომ აგრესორზე ზეწოლა უნდა გაზარდოს

მსოფლიომ აგრესორზე ზეწოლა უნდა გაზარდოს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკი დაბომბვა შობის ღამესაც არ შეწყვიტა“, – წერს სიბიგა X-ზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, რუსული ძალების იერიშების შედეგად, ოდესაში ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ასევე, რუსეთის თავდასხმებს მსხვერპლი ხარკოვისა და ჩერნიგოვის ოლქებშიც მოჰყვა.
„ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე მეტად ოდესა ზარალდება. მიზანმიმართულად ანადგურებს ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ეს არანაირ სამხედრო მიზანს არ წარმოადგენს და მხოლოდ რუსეთის განზრახვაა, დახოცოს ადამიანები, იმის გამო, რომ ისინი უკრაინელები არიან. მსგავსი ქმედებები გენოციდის შესახებ 1948 წლის კონვენციის II(გ) მუხლის ქვეშ ხვდება. მსოფლიოს მოქმედებისკენ, აგრესორზე ზეწოლის გაზრდისკენ და უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მოვუწოდებთ“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)