ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანდრეი სიბიგა - საშობაო ცეცხლის შეწყვეტის ან მშვიდობის გზაზე წინსვლის ნაცვლად, რუსეთმა კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელა - მოსკოვი არ მალავს გენოციდურ განზრახვას

ანდრეი სიბიგა - საშობაო ცეცხლის შეწყვეტის ან მშვიდობის გზაზე წინსვლის ნაცვლად, რუსეთმა კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელა - მოსკოვი არ მალავს გენოციდურ განზრახვას

საშობაო ცეცხლის შეწყვეტის ან მშვიდობის გზაზე წინსვლის ნაცვლად, რუსეთმა დღეს დილით, ასობით დრონითა და რაკეტით, კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელა უკრაინაზე, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, მთავარი სამიზნეები ენერგოსისტემა და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. არიან დაღუპულები, მათ შორის 4 წლის ბავშვი.
„მოსკოვი არ მალავს გენოციდურ განზრახვას და ტემპერატურის ვარდნისას განზრახ ამზადებს დარტყმებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მაშინ, როდესაც მსოფლიო საშობაო არდადეგებისთვის ემზადება, უკრაინა იცავს თავს, საკუთარ თავისუფლებას და ხალხს, ასევე ტრანსატლანტიკურ მშვიდობასა და სტაბილურობას რუსული ბარბაროსობისა და აგრესიისგან“, - წერს სიბიგა.
მისი განცხადებით, რუსეთს კოლექტიური ტრანსატლანტიკური ძალის მეშვეობით უნდა აიძულონ მშვიდობა და ამის მიღწევა შესაძლებელია „აგრესორისთვის ამ ომის გაგრძელების ფასის გაზრდით“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.