არქივი19 ივლისი, 2025, 13:21
ანდრეი ერმაკი - უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებული 11 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებული 11 ბავშვი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთის ფედერაციიდან 11 უკრაინელი 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვი დაიბრუნა“, - წერს ანდრეი ერმაკი.
ანდრეი ერმაკმა შუამავლობისთვის კატარს მადლობა გადაუხადა.
„უკრაინა არ გაჩერდება მანამ, სანამ ჩვენი ყველა ბავშვი სახლში არ დაბრუნდება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.