ანდრეი ერმაკი – გადარჩენისა და მშვიდობის აღდგენის ერთადერთი შანსი შებრძოლებაა – საფრთხე მხოლოდ რუსეთის მეზობლებს არ ემუქრება

გადარჩენისა და მშვიდობის აღდგენის ერთადერთი შანსი შებრძოლებაა. დიქტატორები არასდროს ჩერდებიან თავისი ნებით. დაშოშმინება მხოლოდ კიდევ უფრო დიდ ომებამდე მიგვიყვანს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, საფრთხე მხოლოდ რუსეთის მეზობლებს არ ემუქრება და მთელი კაცობრიობა რისკის ქვეშაა.
“თუ აგრესორების ახალი ღერძი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ის აქ არ გაჩერდება. სწორედ ამიტომ, საფრთხე მხოლოდ რუსეთის მეზობლებს არ ემუქრება – მთელი ევროპა რისკის ქვეშაა, ისევე როგორც გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები და მთელი კაცობრიობა”, – აცხადებს ერმაკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია