ანდრეი ერმაკი და რუსტემ უმეროვი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდნენ

ანდრეი ერმაკი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა , – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„სამშვიდობო პროცესის დინამიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ეხება რეალურ ადამიანებს, რეალურ ბავშვებს, რომლებიც რუსეთმა გაიტაცა და ყველა მათგანი სახლში უნდა დაბრუნდეს“, – წერს ანდრეი ერმაკი.
თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაში მონაწილეობა რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმაც მიიღო.
„ასევე, განვიხილეთ მაღალი დონის შეხვედრის ორგანიზების საკითხი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შორის, რათა ომის დასრულების მიზნით რეალურ მოლაპარაკებებზე გადავიდეთ“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, დღეს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…

ქეთევან ენუქიძე: აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის თუ სიკეთე გინდათ, სიტყვას კი არ უნდა სდიოთ, სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოთ გამართული პროგრამები და 18 წლის ასაკის შემდეგ ამ ადამიანების დასაქმების და შემდგომი განვითარების პერსპექტივა