ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანდრეი ერმაკი პენიტენციურ დაწესებულებაზე განხორციელებულ დარტყმაზე - ეს რუსების მიერ ჩადენილი კიდევ ერთი ომის დანაშაულია - ისინი არ შეჩერდებიან, სანამ მათი შეჩერება არ მოხდება

ანდრეი ერმაკი პენიტენციურ დაწესებულებაზე განხორციელებულ დარტყმაზე - ეს რუსების მიერ ჩადენილი კიდევ ერთი ომის დანაშაულია - ისინი არ შეჩერდებიან, სანამ მათი შეჩერება არ მოხდება

ეს რუსების მიერ ჩადენილი კიდევ ერთი ომის დანაშაულია, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი რუსების მიერ ზაპოროჟიეს ოლქში პენიტენციურ დაწესებულებაზე განხორციელებულ დარტყმას.
„რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქში პენიტენციურ დაწესებულებას დაარტყა. 16 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა. ახლომდებარე საცხოვრებელი შენობები განადგურდა. ეს რუსების მიერ ჩადენილი კიდევ ერთი ომის დანაშაულია და ისინი არ შეჩერდებიან, სანამ მათი შეჩერება არ მოხდება“, - წერს ერმაკი X-ზე.
მისი თქმით, რუსეთი ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლის წინაშე უნდა აღმოჩნდეს, რათა ომის წარმოების უნარი დაკარგოს.
ცნობისთვის, ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, ღამის განმავლობაში რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქს 8-ჯერ დაარტყეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.