ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანდრეი სიბიგა კიევზე თავდასხმაზე - ალბათ დროა, ნულამდე შევამციროთ ყველა ის ვადა, რომელიც პუტინს მიეცა - პრეზიდენტი ტრამპი პუტინის მიმართ ზედმეტად მომთმენი იყო

ანდრეი სიბიგა კიევზე თავდასხმაზე - ალბათ დროა, ნულამდე შევამციროთ ყველა ის ვადა, რომელიც პუტინს მიეცა - პრეზიდენტი ტრამპი პუტინის მიმართ ზედმეტად მომთმენი იყო

პრეზიდენტი ტრამპი პუტინის მიმართ ზედმეტად მომთმენი იყო, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრე სიბიგა რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ აცხადებს.
„კიევში საშინელი დილა გათენდა. რუსეთის სასტიკმა დარტყმებმა საცხოვრებელი შენობები დაანგრია, სკოლები და საავადმყოფოები დააზიანა. ნანგრევების ქვეშ ადამიანები ჯერ კიდევ რჩებიან“, - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.
მისი თქმით, „პუტინი ასე განზრახ მოქმედებს და მას მკვლელოებების დასრულება არ აინტერესებს“.
„ალბათ დროა, ნულამდე შევამციროთ ყველა ის ვადა, რომელიც პუტინს მიეცა. პრეზიდენტი ტრამპი პუტინის მიმართ ზედმეტად გულუხვი და მომთმენი იყო, როცა გამოსავლის პოვნას ცდილობდა. დროა, მოსკოვზე მაქსიმალური ზეწოლა მოვახდინოთ“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, რუსების მიერ კიევზე დარტყმის შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.