– საჩივარი შეტანილია, ბრძოლა გრძელდება!

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ეკუთვნის მურუსიძე/ჩინჩალაძეს, ერთის მხრივ ეს არის პრინციპული საკითხი, მეორე მხრივ უნდა ვიცოდეთ თუ როგორ იმსჯელებს მოსამართლე და რა განაჩენს გამოიტანს იგი ამ საქმეზე, – ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა
„მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ არ შევავსე პარლამენტის წევრისთვის განკუთვნილი ქონებრივი დეკლარაცია, რის გამოც ანტიკორუფციულმა ბიურომ დამაჯარიმა. საქართველოს პარლამენტის წევრი არც ერთი დღე არ ვყოფილვარ, ხელფასი არ ამიღია და არ ვიყავი ვალდებული შემევსო დეკლარაცია. დღეს, მე მოვედი საქალაქო სასამართლოში და ეს საკითხი გავასაჩივრე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ეკუთვნის მურუსიძე/ჩინჩალაძეს, ერთის მხრივ ეს არის პრინციპული საკითხი, მეორე მხრივ უნდა ვიცოდეთ თუ როგორ იმსჯელებს მოსამართლე და რა განაჩენს გამოიტანს იგი ამ საქმეზე. როდესაც სხდომა ჩაინიშნება, მე თვითონ დავიცავ ჩემს ინტერესებს. ბრძოლას გავაგრძელებ იქამდე მანამ, სანამ ამ ქვეყანაში სამართალი არ იზეიმებს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
აღნიშნულ კომენტარს კოალიცია „ხალხისთვის – ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის

ლიკა ბასილაია-შავგულიძე: მარიამ ლაშხმა უნდა თქვას ვინ ესწრებოდა ასეთ შეხვედრას, კონკრეტული სახელები და გვარები ამერიკის წარმომადგენლების, თუ ევროპის წარმომადგენლების, თუ არ იტყვის, ესე იგი…