პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანა დოლიძე - თავისუფლებისთვის ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი

ანა დოლიძე - თავისუფლებისთვის ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი

კვლავაც გვიწევს ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, კვლავაც გვიწევს სამშობლოს გათავისუფლება რუსული რეჟიმისგან, ეს არის ჩვენი გზა, რომელსაც აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, - ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 9 აპრილმა ქართველ ხალხს თავისუფლება მოუტანა.
„დღევანდელი დღე, ერთი მხრივ, არის სასიხარულო ჩვენი ქვეყნისთვის, მეორე მხრივ, ეს არის სევდიანი დღე. 9 აპრილმა ჩვენ, ქართველ ხალხს მოგვიტანა თავისუფლება, შეგვინარჩუნა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს. დღეს, ამდენი ხნის შემდეგ, კვლავაც გვიწევს ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, კვლავაც გვიწევს სამშობლოს გათავისუფლება რუსული რეჟიმისგან, ეს არის ჩვენი გზა, რომელსაც აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები და საქართველო ვაქციოთ ისეთ ქვეყნად, რომელსაც ისინი ნატრობდნენ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.