– 9 აპრილის მემკვიდრეობა გვაიძულებს, დავამარცხოთ ივანიშვილის მოღალატე რეჟიმი – ჩვენი ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომლისთვისაც 9 აპრილის გმირებმა იბრძოლეს

9 აპრილის მემკვიდრეობა გვაიძულებს, დავამარცხოთ ივანიშვილის მოღალატე რეჟიმი – ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რომლისთვისაც 9 აპრილის გმირებმა იბრძოლეს: ეროვნულ დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ღირსებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს, როგორც 1989 წლის 9 აპრილს, კვლავ ვდგავართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
„სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. „9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ – ასე თქვა ზვიად გამსახურდიამ, როდესაც წაიკითხა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. სულ ვფიქრობ, რა აძლევს ასე დიდ ენერგიას და დინამიზმს მის სიტყვებს?! ალბათ ის, რამდენი ხანი იბრძოდა და ემზადებოდა ამისთვის.
11 წლის ვიყავი და ახლაც მახსოვს ის ემოცია, რომლის აღწერა სიტყვებით არ შემიძლია. ბავშვური განცდა, რომ რაღაც დიდი და განსაკუთრებული ხდებოდა, რაც მთლიანად შეცვლიდა ჩვენს მომავალს.
დღეს, როგორც მაშინ, ჩვენ კვლავ ვდგავართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში. 9 აპრილის მემკვიდრეობა გვაიძულებს, დავამარცხოთ ივანიშვილის მოღალატე რეჟიმი.
ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რომლისთვისაც 9 აპრილის გმირებმა იბრძოლეს – ეროვნულ დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ღირსებას“, – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!