ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ვაშაძე - დიდი მადლობა სამოქალაქო სექტორს ერთსულოვნებისთვის, მათ დაიცვეს საქართველოს ევროპული არჩევანის მთავარი ქვაკუთხედი და ღირსება - „რუსული კანონის“ ადგილი საქართველოში არ არის

გიორგი ვაშაძე - დიდი მადლობა სამოქალაქო სექტორს ერთსულოვნებისთვის, მათ დაიცვეს საქართველოს ევროპული არჩევანის მთავარი ქვაკუთხედი და ღირსება - „რუსული კანონის“ ადგილი საქართველოში არ არის

დიდი მადლობა სამოქალაქო სექტორს ამ ერთსულოვნებისთვის, იმიტომ, რომ მათ ამით დაიცვეს საქართველოს ევროპული არჩევანის მთავარი ქვაკუთხედი და ღირსება - „რუსული კანონის“ ადგილი საქართველოში არ არის, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ხელისუფლების დამარცხების შემდეგ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაუქმდება, ამიტომ „ამ კანონს არსებობის 2 თვეზე ნაკლები დარჩა“.
„26 ოქტომბერს, როცა ჩვენ გავიმარჯვებთ, „რუსული კანონი“ გაუქმდება, ამიტომ არანაირი რეესტრი ამ ქვეყანაში არ იარსებებს,“ - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრირების ვადა დღეს იწურება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.