ირაკლი კობახიძე: ძალიან მარტივი, ჰანს კელზენის მიერ განვითარებული ცნობილი კონცეფცია. და ეს არის წესი, რომელიც უნდა იყოს დაცული

“ჩვენ უნდა მივყვეთ წესს. წესი არის ის, რომ აგენტურის ადგილი არ შეიძლება იყოს პოლიტიკურ სისტემაში. არსებობს თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, რომელიც გეუბნება, რომ დემოკრატიულ სივრცეში ადგილი არ უნდა დარჩეს დემოკრატიის მტერს. ძალიან მარტივი, ჰანს კელზენის მიერ განვითარებული ცნობილი კონცეფცია. და ეს არის წესი, რომელიც უნდა იყოს დაცული.
თუ ეს წესი არ იქნება დაცული, ქვეყანა მუდმივად იქნება ამ პოლიტიკური ტერორის რეჟიმში, რაც ჩვენ გამოვიარეთ. კი, დავამშვიდეთ ეხლა ქვეყანა, ოთხი წლის განმავლობაში იყო ხუთი რევოლუციის მცდელობა, მივიღეთ შემდეგ კანონმდებლობა: გამჭვირვალობის კანონი, გრანტების შესახებ კანონი, შეკრებების შესახებ კანონი, სხვა საკანონმდებლო აქტები. ამის ხარჯზე დამშვიდდა ქვეყანა. მაგრამ ეს ყველაფერი ვერ მოგვადუნებს. იმისათვის, რომ ბოლომდე დამშვიდდეს ჩვენი ქვეყანა, უნდა დავიცვათ მარტივი წესი, რომ დემოკრატიის მტრები არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი დემოკრატიულ სისტემაში, რასაც გვეუბნება ცნობილი თეორია, რომელიც არის დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპზე. აგენტურა არ შეიძლება იყოს პოლიტიკური სპექტრის ნაწილი. ჯერ წესია საქმე, მერე საქმეა საქმე. უნდა დავიცვათ ეს წესი და ამ წესის დაცვას ემსახურება, კიდევ ერთხელ, ის სარჩელი, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ტელეკომპანია” იმედის” ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს-ს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ, „თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული“