ამ უმ­ძი­მეს­მა სტი­ქი­ამ თე­ლა­ვე­ლებს 1977 წელს მომ­ხდა­რი ასე­ვე მას­შტა­ბუ­რი სტი­ქია გა­ახ­სე­ნა (ფოტოები)

2026 წლის 12 ივ­ლისს, თე­ლა­ვის­თვის თავს და­ტე­ხილ­მა ძლი­ერ­მა სტი­ქი­ამ ქა­ლაქს უდი­დე­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, შემ­თხვე­ვას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია.

გა­და­უ­ღე­ბე­ლი წვი­მის და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ნა­ლე­ქის შე­დე­გად, მდი­ნა­რე თე­ლა­ვის ხევი ადიდ­და, კა­ლა­პო­ტი გა­არ­ღვია და ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში ღვარ­ცო­ფის სა­ხით მო­ვარ­და.

მო­ვარ­დნილ­მა მა­სამ, რო­მელ­საც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ქვა-ღორ­ღი მოჰ­ყვა, სე­რი­ო­ზუ­ლად და­ზი­ან­და გამ­ზი­რე­ბი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლე­ბი, კერ­ძო სახ­ლე­ბი, აფ­თი­ა­ქე­ბი, მა­ღა­ზი­ე­ბი, კლი­ნი­კა და კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბი. მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი და გაზ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მა. ათა­სო­ბით აბო­ნენტს ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის პი­რა­დი მან­ქა­ნა წყლი­სა და ღვარ­ცო­ფის ნა­კად­მა სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზი­ა­ნა.

ამ უმ­ძი­მეს­მა სტი­ქი­ამ თე­ლა­ვე­ლებს 1977 წელს მომ­ხდა­რი ასე­ვე მას­შტა­ბუ­რი სტი­ქია გა­ახ­სე­ნა:

  • 1977 წლის 7 ივ­ნისს თე­ლა­ვის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი კა­ტას­ტრო­ფა მოხ­და. ის იყო უძ­ლი­ე­რე­სი ღვარ­ცო­ფი, რო­მელ­მაც ქა­ლაქს უდი­დე­სი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა.

უპ­რე­ცე­დენ­ტოდ ძლი­ერ­მა და ხან­გრძლივ­მა თავ­სხმა წვი­მამ, მთის კალ­თე­ბი­დან წა­მო­სულ­მა წყალ­მა მო­წყვი­ტა მი­წის, ხე­ე­ბი­სა და ქვე­ბის უზარ­მა­ზა­რი მასა.

 

მთა­ვა­რი დარ­ტყმა ქა­ლაქს მა­წან­წა­რის ხე­ვი­დან მი­ად­გა. ღვარ­ცო­ფუ­ლი მასა ქა­ლა­ქის ცენ­ტრის­კენ სა­ში­ნე­ლი სიჩ­ქა­რი­თა და და­მან­გრე­ვე­ლი ძა­ლით წა­მო­ვი­და.

  • ნი­აღ­ვარ­მა წა­ლე­კა თე­ლა­ვის ქუ­ჩე­ბი, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სი­მაღ­ლის ტა­ლა­ხით, ლო­დე­ბი­თა და მოგ­ლე­ჯი­ლი ხე­ე­ბით აივ­სო. და­ინ­გრა და და­იტ­ბო­რა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი შე­ნო­ბე­ბი, მთლი­ა­ნად პა­რა­ლიზ­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, გზე­ბი და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მე­ბი.

49 წლის წინ მომ­ხდა­რი კა­ტას­ტრო­ფის ფო­ტო­ე­ბი სხვა­დას­ხვა ელექტრო­ნუ­ლი მე­დი­ის გვერ­დებ­ზე ამ დღე­ებ­ში გა­მოჩ­ნდა. მათ შო­რის, ფო­ტო­ებს სა­ო­ჯა­ხო არ­ქი­ვე­ბი­და­ნაც აზი­ა­რებ­დნენ…

ფე­ის­ბუქ გვერდს “თე­ლა­ვი“ 1977 წლის სტი­ქი­ის ფო­ტო­ე­ბი ჯერ კი­დევ 7 წლის წინ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია, აი, კო­მენ­ტა­რებ­ში რას წერ­დნენ…

ლალი ქავ­თა­რა­ძე:

“1977 წელს თე­ლავ­ში მოხ­და არა წყალ­დი­დო­ბა, არა­მედ ღვარ­ცო­ფი… ფო­ტო­ე­ბი კი გა­და­ღე­ბუ­ლია ზა­უ­რი-“მა­კა­რი­ჩას“ და შალ­ვა შა­რა­ში­ძის მიერ (ღმერ­თმა აცხოვ­ნოს მათი სუ­ლე­ბი)“.

მა­რი­კა ფა­რე­შიშ­ვი­ლი:

“ვა­ი­მე, რა სა­ში­ნე­ლე­ბა იყო. არ ვიცი, სად მო­ე­დი­ნე­ბო­და ეს მდი­ნა­რე… ამას ვერც წარ­მო­იდ­გენს ის, ვი­საც არ უნა­ხავს აყ­რი­ლი ამო­ბე­რი­ლი ას­ფალ­ტი, ტრო­ტუ­ა­რებ­ზე ძლივს მი­ვაღ­წი­ეთ გან­თი­ა­დის გა­დას­წვრივ. მე­ო­რე მხა­რეს, ქვებ­ზე ავ­დი­ო­დით და ისე მივ­დი­ო­დით… ახლა რომ ვფიქ­რობ, უფრო მე­ში­ნია, ვიდ­რე მა­შინ“…

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ