„ამიერიდან samartali.ge დაეხმარება არამხოლოდ პროტესტის მონაწილეებს, არამედ ყველას, ვისაც „ქართული ოცნება“ დაჩაგვრას დაუპირებს”

„ამიერიდან samartali.ge დაეხმარება არამხოლოდ პროტესტის მონაწილეებს, არამედ ყველას, ვისაც „ქართული ოცნება“ დაჩაგვრას დაუპირებს.
ვიწყებთ პატრულის ჯარიმებით, ვინაიდან ბოლო დროს შეინიშნება ტენდენცია, რომ ძალიანაა გაზრდილი უკანონო და უსამართლო ჯარიმების გამოწერა.
საიტზე დავამატეთ ცალკე გვერდი, სადაც ის პირი, ვინც უკანონოდ დააჯარიმეს, შეავსებს მონაცემებს და გამოგვიგზავნის, ჩვენ კი დავუბრუნებთ გამზადებულ საჩივარს და ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა შეიტანოს საჩივარი. დაჯარიმებულებს დავეხმარებით როგორც -ში, ასევე სასამართლოში გასაჩივრებაში.
ჩვენი მიზანია, არავინ დარჩეს მჩაგვრელ ხელისუფლებასთან მარტო და ყველას ჰქონდეს განცდა, რომ მას არ მიატოვებენ. ამისთვის არაა აუცილებელი, ეს ხალხი რუსთაველზე დადიოდეს, ან პროტესტში სხვანაირად იყოს ჩართული, უბრალოდ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ხმის ამოღებასა და ბრძოლას აზრი აქვს.
იმდენ ადამიანს დავეხმარებით, რამდენსაც დაჭირდება, ლიმიტი არ გვაქვს“, – წერს იურისტი მიხეილ ზაქარეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა