“იყენებდა თუ არა ნომერი 4, ნომერ 5-სა და მიშას? – არამხოლოდ “დიახ”, არამედ – “რა თქმა უნდა” – ლაშა ბერულავა

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:
პასუხი შეკითხვაზე, იყენებდა თუ არა ნომერი 4 პარტია ნომერ 5-სა და მიშას სახელს, არის არამხოლოდ “დიახ”, არამედ – “რა თქმა უნდა”.
მტკიცებულებების რა მოგახსენოთ, ოფიციალურ შეხვედრებზე და კამერების თანდასწრებით ამას არავინ ამბობდა, მაგრამ კარდაკარ სიარულისა და ფლაერების დარიგებისას (მხოლოდ სამეგრელოს რეგიონი რომ ავიღოთ), როცა ხალხი ინტერესდებოდა, რატომ გამოეყვნენ 5-ს, საერთო გზავნილი-პასუხი დაახლოებით ასე ჟღერდა:
“ჩვენ მაინც ერთი გუნდი ვართ და მიშასაც ასე უფრო ვუშველით”.
და ეს დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რადგან ამომრჩევლებს მათგან ესმოდათ, ვინც წლების განმავლობაში ენმ-ს სახეები იყვნენ.
ასევე დამაჯერებელი იყო, რომ ამ ადამიანებს ნიკა გვარამია ლიდერობდა, რომელიც ამ მოქალაქეებისთვის ჯერ კიდევ აღიქმებოდა მიშას დიდ გულშემატკივრად და ადვოკატად, ვინც ცოტა ხნის წინ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ტიროდა მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
ჩემი აზრით, მაშინ 4-იანის შემომხაზველთა უმრავლესობას რომ სცოდნოდა, ხმას აძლევდნენ “ანტიმიშას”, ძალიან ბევრი დაფიქრდებოდა და სხვა არჩევანს გააკეთებდა.
ღმერთია მოწმე, სულაც არ ვარ ამ ორი პოლიტიკური გაერთიანების დაირისპირებით დაინტერესებული, მაგრამ სიმართლე სინათლეა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება