ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალ ჯაზირას ახალი ამბების რედაქტორის შვილი ისრაელის საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა

ალ ჯაზირას ახალი ამბების რედაქტორის, ვაელ ალ-დაჰდუს შვილი ჰამზა ალ-დაჰდუ სამხრეთ ღაზაში ისრაელის სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა. თავად ჰამზა ალ-დაჰდუ ასევე ალ ჯაზირას ჟურნალისტი და ოპერატორი იყო.
ჰამზა ალ-დაჰდუ ალ ჯაზირას სხვა რეპორტიორებთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა რა დროსაც მათ ისრაელის მიერ გასროლილი დრონი დაეცა. ალ-დაჰდუსთან ერთად გარდაიცვალა ჟურნალისტი მუსტაფა თურაია, ხოლო მესამე რეპორტიორი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტები უახლესი დაბომბვის გასაშუქებლად რაფას ჩრდილოეთით მორაჯის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ, რომელიც ისრაელის მიერ ჰუმანიტარულ ზონადაა გამოცხადებული.
ვაელ ალ-დაჰდუმ ისრაელ-ჰამასის ომში ასევე ოჯახის 12 წევრი დაკარგა. მან თავისი ცოლის, 15 და 7 წლის შვილების და 1 წლის შვილიშვილის გარდაცვალება პირდაპირ ეთერში სატელევიზიო ჩართვისას შეიტყო. მისი უფროსი ვაჟის დასაფლავების შემდეგ ალ ჯაზირას ახალი ამბების რედაქტორმა თქვა, რომ ღაზაში ჟურნალისტებმა უნდა გააგრძელონ თავიანთი საქმე.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.