125 დაღუპული და 318 დაშავებული – ასეთია ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგი ღაზაში მოქმედი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება – ისრაელის არმია აძლიერებს ოპერაციებს ღაზას ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში, მათ შორის ხან-იუნისში. “ჰამასის” მიერ კონტროლირებადმა ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 125 ადამიანი დაიღუპა და 318 დაშავდა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად.
ისრაელმა ასევე გასცა ახალი ინსტრუქციები ანკლავის სხვადასხვა ნაწილში ევაკუაციის შესახებ. გაეროში აცხადებენ, რომ ღაზის მოსახლეობისთვის უკიდურესად რთულია გადაადგილება მაშინ, როცა ანკლავში ჰუმანიტარული კრიზისია.
“მნიშვნელოვანია, რომ დისკუსიებმა გრძელვადიან უსაფრთხოება მოიტანოს როგორც ისრაელელებისთვის, ასევე პალესტინელებისთვის, ასევე, უფრო მშვიდობიანი, ინტეგრირებული რეგიონისთვის. ეს უნდა მოიცავდეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას ერთიანი რეკონსტრუქციის, ასევე პალესტინის მმართველობის მდგრად მექანიზმს. ყველანაირად უნდა მოხდეს ესკალაციის თავიდან აცილება. ეს არავის ინტერესში არაა,”- აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული