უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას მინიმუმ 6 ადამიანი ემსხვერპლა

, უპილოტო საფრენი აპარატებით, თავს დაესხა უკრაინის ქალაქებს ახალი წლის პირველ დღესაც. ამჯერად, სამიზნე ოდესა და ლვოვი იყო. თავდასხმისას რუსეთმა 90 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა, საიდანაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა 87-ის ჩამოდგება შეძლო. ამის მიუხედავად, შემთხვევას 16 წლის ბიჭის სიცოცხლე შეეწირა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. თავდასხმით გამოწვეული ხანძრების შედეგად დაზიანდა შენობები, მათ შორის მუზეუმი და უნივერსიტეტი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის საჰაერო სივრცის თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერისთვის.
“მადლობელი ვარ ყველა ჩვენს პარტნიორის, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი საჰაერო სივრცის დაცვაში. რომ არა ჩვენი პარტნიორები და მათ მიერ მოწოდებული თავდაცვის სისტემები, ყოველდღიურად ასობით ადამიანის სიცოცხლეს ვერ გადავარჩენდით”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)