ალუდა ღუდუშაური: რასაც ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლასთან დაკავშირებით, ესეც …

პარტია “ნაციონალური მოძრაობიდან” პარტიის წევრების წასვლის საკითხს, მმართველი გუნდის წევრები აფასებენ და ხელოვნურად მართულ პროცესს უწოდებენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ თუ ამას ლოგიკურ ჯაჭვში ჩავსვამთ და დიდ სურათში შევხედავთ, მივიღებთ მოცემულობას, რომ ყველა როლი განაწილებულია.
„ბოროტი ძალები, რომლებსაც ქვეყნის წინსვლა და პროგრესი ორგანულად ეზიზღებათ. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კრიზისს განიცდის და დაშლის პირას არის, ამაზე საუბარი არ არის, უბრალოდ მინდა ერთი რამ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას – დღეს, რასაც ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ამ დაშლასთან დაკავშირებით, ესეც ხელოვნურად მართული პროცესია. ჩვენ თუ ამას ყველაფერს ლოგიკურ ჯაჭვში ჩავსვამთ და დიდ სურათში შევხედავთ, მივიღებთ შემდეგ მოცემულობას, რომ აქ ყველა როლები განაწილებულია,“ – აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც