ალუდა ღუდუშაური – ნიკანორ მელია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გააგდეს – მოისროლეს ლევან ხაბეიშვილის ხელით და უკან პანღური მიაყოლეს – მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ “პუფი”

ნიკანორ მელია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გააგდეს – მოისროლეს ს ხელით და უკან პანღური მიაყოლეს, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა გააკეთა.
მისივე თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, როცა მელიას „ნაციონალური მოძრაობის“ კარს უკეტავდნენ, პარტიაში ფანჯრიდან გადაძრომას ცდილობდა.
ღუდუშაური მელიას „უთავმოყვარეოსა“ და „უპრინციპოს“ უწოდებს.
„წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, ნიკანორ მელიას თამამად შეგვიძლია „პუფი“ ვუწოდოთ. ის თუ ვინ ჩამოჯდება ამ პოლიტიკურ „პუფზე“, ჩვენი საზოგადოება ამასაც მალე ნახავს. კარგად გვახსოვს, როგორ ამბობდა, რომ მას ვერავინ დაიჭერდა და შემდეგ მის თავს კანონმდებლობა ძალიან კარგად აღსრულდა. ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა, მაგრამ გირაოს პირობა მიიღო და საპატიმროდან გამოვიდა. ამის შემდეგ ილანძღებოდა და იძახდა, რომ ოპოზიციიდან ყველა ის ადამიანი, ვინც პარლამენტში შევიდოდა, „პუფი“ იქნებოდა, მაგრამ მელია პარლამენტში პირველი შემოვარდა. ამ უპრინციპობისა და უთავმოყვარეობის შემდეგ, რა სერიოზული პოლიტიკური განაცხადი შეიძლება გააკეთოს ნიკანორ მელიამ?!“ – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ინფორმაციისთვის, მ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა. ამასთან, როგორც მელიამ განაცხადა, ახალ პარტიას აფუძნებს, რომელიც ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე ქართველ დიპლომატებს – უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია – პოზიცია „ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ“, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!

კახა კალაძე – ვუერთდები „არა რუსულ კანონს“, რუსული კანონები საქართველოში არასდროს მიღებულა და მომავალშიც არასდროს მიიღება – გამჭვირვალობის კანონპროექტი სუფთა ქართული კანონია და მიღებული იქნება