ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთი გამოთქვამს მზადყოფნას, აღადგინოს სარკინიგზო კომუნიკაცია აზერბაიჯანთან - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთი გამოთქვამს მზადყოფნას, შექმნას და აღადგინოს სარკინიგზო კომუნიკაცია აზერბაიჯანთან, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სატრანსპორტო კომუნიკაციების როლი მნიშვნელოვანია რეგიონული სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ზოგადად მშვიდობის უზრუნველყოფაში.
„დღეს ჩვენ ბევრს ვმსჯელობთ რეგიონული კომუნიკაციების გახსნაზე და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, აქ აღვნიშნო სომხეთის მზადყოფნა, გადადგას ძალიან ეფექტური და რეალური ნაბიჯები ჩვენს რეგიონში კომუნიკაციების გასახსნელად. სომხეთი გამოთქვამს მზადყოფნას, შექმნას და აღადგინოს სარკინიგზო კომუნიკაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. უფრო მეტიც, ორი მანამდე არსებული რკინიგზის მეშვეობით. პირველი არის ჩრდილოეთის მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანის ყაზახს სომხეთის ტავუშის რეგიონთან, მეორე არის სამხრეთის მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანს ნახიჩევანთან. ჩვენ გვჯერა, რომ აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონები შეიძლება, დაუკავშირდეს ნახიჩევანს და გარე სამყაროს ასევე ჩრდილოეთ მარშრუტით. ჩვენ ეს მზადყოფნა ოფიციალურად გამოვხატეთ, ასევე, გზატკეცილების შესახებ, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეთ ჩრდილოეთი, შუა და სამხრეთი მარშრუტები, რაც ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ჩვენს რეგიონს. არსებითად, სომხეთს შეუძლია, დააკავშიროს სხვა ქვეყნები ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძის გასწვრივ მსოფლიოს გზაჯვარედინზე. ამავე დროს, იგივე მზადყოფნას გამოვთქვამთ როგორც სომხეთ-თურქეთის რკინიგზის გახსნის, ასევე სომხეთ-თურქეთის ორი ავტომაგისტრალის რეკონსტრუქციის კუთხით, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არა მარტო ჩვენს რეგიონზე, არამედ ზოგადად საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებზე, კულტურულ, პოლიტიკურ კავშირებზე, გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.