დმიტრო კულება უნგრელ კოლეგასთან შეხვედრაზე – ჩვენ ევროპაში საერთო მომავალი გვაქვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას დმიტრო კულება ავრცელებს.
„ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, თუმცა ს სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა დავსხედით და საფუძვლიანად ვისაუბრეთ. ერთმანეთის შეკითხვებს გულწრფელად ვუპასუხეთ. სა და უნგრეთს ერთმანეთის მიმართ კითხვები აქვთ“, – განაცხადა კულებამ.
დმიტრო კულებას ცნობით, შეხვედრის მთავარ თემას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება წარმოადგენდა.
„მე მესმის, რომ ყველა ელოდება პასუხს: კი თუ არა? მომეცით ცოტა დრო. ახლა მე შეხვედრის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის მოვახსენებ. პიტერი თავის პრემიერ-მინისტრს წარუდგენს მოხსენებას. ჯერ ერთი სიგნალის გაცემა მსურს. მე გასაგებად ვთქვი: პიტერ, ჩვენ ევროპაში საერთო მომავალი გვაქვს. ჩვენ იქამდე ერთად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიდეთ“, – აღნიშნა კულებამ.