ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალიევი: 2024 წელს აზერბაიჯანის სამხედრო წარმოებაში მილიარდი მანათი ჩაიდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ 2024 წელს აზერბაიჯანის სამხედრო წარმოებაში ერთ მილიარდი აზერბაიჯანულის მანათის ინვესტიცია ჩაიდება - დაახლოებით 590 მილიონი აშშ დოლარი.
პრეზიდენტის განცხადებით, ინვესტიციები განხორციელდება „სახელმწიფო და კერძო სექტორის მიერ“ და ადგილობრივი სამხედრო წარმოების „მოცულობა და შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“.
მიმართვაში მან ისაუბრა სამხედრო წარმატებაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, - რომელზეც 2023 წელს საბოლოოდ დაამყარა კონტროლი, - და თქვა, რომ სხვადასხვა ქალაქში დევნილები მალე დაბრუნდებიან.
საახალწლო მიმართვაში მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა კოლექტიური „დასავლეთი“ „ორმაგ სტანდანდარტებში“ და „უსაფუძვლო ბრალდებებში“.
დაწერეთ კომენტარი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.