ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა

აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ცესკო ავრცელებს.
„7 თებერვალს დაგეგმილ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი
საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა, რომლის კანდიდატურა პარტიამ „იენი აზერბაიჯანმა“ („ახალი აზერბაიჯანი“) წარადგინა“, - ნათქვამია ცესკოს ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარების განკარგულებას ხელი 7 დეკემბერს მოაწერა, ხოლო მმართველმა პარტიამ მისი კანდიდატურა 15 დეკემბერს წარადგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.