ოლაფ შოლცი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, 2024 წელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაზარდონ
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ 2024 წელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაზარდონ.
„ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ დგას უკრაინის, თავისუფლების, საერთაშორისო სამართლისა და ევროპული ღირებულებების მხარეს. ამიტომ ევროკავშირში ჩვენს მოკავშირეებს მოვუწოდებ, რომ უკრაინის სასარგებლოდ თავიანთი ძალისხმევა გააძლიერონ“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ევროკავშირს უახლოესი სამიტისთვის, ზუსტი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იმის შესახებ, თუ რა წვლილს შეიტანენ ისინი წელს უკრაინის დასახმარებლად.
ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ აშშ-ის შემდეგ, გერმანია უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.