ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალექსანდრ სტუბი - ყოველთვის ვახსენებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომ ერთადერთი, ვისაც პუტინი უსმენს, ტრამპია და ერთადერთი, ვისიც მას ეშინია, ტრამპია

ალექსანდრ სტუბი - ყოველთვის ვახსენებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომ ერთადერთი, ვისაც პუტინი უსმენს, ტრამპია და ერთადერთი, ვისიც მას ეშინია, ტრამპია

ყოველთვის ვახსენებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომ ერთადერთი, რაც პრეზიდენტ პუტინს ესმის, ძალაა, ერთადერთი, ვისაც ის უსმენს, ტრამპია და ერთადერთი, ვისიც მას ეშინია, ტრამპია, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ შეასრულებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეთანხმების პირობებს, რომელიც თავდაპირველად პუტინსა და ზელენსკის ორმხრივ შეხვედრას, შემდეგ კი პუტინს, ზელენსკის და ტრამპს შორის სამმხრივ შეხვედრას ითვალისწინებს, ტრამპი საპასუხო რეაგირებას მოახდენს.
„რა თქმა უნდა, თუ რუსეთი არ შეასრულებს პრეზიდენტ ტრამპთან ორშაბათს მიღწეული შეთანხმების პირობებს, რომელიც თავდაპირველად პუტინსა და ზელენსკის ორმხრივ შეხვედრას, შემდეგ კი პუტინს, ზელენსკის და ტრამპს შორის სამმხრივ შეხვედრას ითვალისწინებს, დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი, ამა თუ იმ გზით, უპასუხებს“, - განაცხადა სტუბმა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ახლა ყურადღებით განიხილავს რუსეთთან დაკავშირებით შემდგომი ქმედებების სტრატეგიას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.