ალექსანდრე ტაბატაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ვინიკოვთან. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე.
„ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე, საპარლამენტო ზედამხედველობაზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობაზე და კომიტეტის საქმიანობაზე", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ტაბატაძემ.
შეხვედრას ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი, ჟოზეფინ ალბარაზი დაესწრო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.