ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ სილვიუ დომენტეს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, სილვიუ დომენტეს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და სამინისტროს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.
„შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ჯანდაცვის სერვისებსა და მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის, ჯანმრთელობისა და კლიმატის საკითხები და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
მიხეილ სარჯველაძეს განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს საიმედო მეგობარი და პარტნიორია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.