ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთს ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსების ნება დართო

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთს ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსების ნება დართო, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებისა და სამხედრო ფორმირებების განთავსებას 2024 წლის 6 დეკემბერს სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დადებული ხელშეკრულების თანახმად შეძლებს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთსა და ბელარუსს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კანონპროექტი რუსეთის სახელმწიფო დუმას რატიფიცირებისთვის უკვე წარუდგინა.
ხელშეკრულება, სხვა საკითხებთან ერთად, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებასაც ითვალისწინებს.
რუსეთსა და ბელარუსს შორის დადებული ხელშეკრულება ძალაში, სულ მცირე, 10 წლის განმავლობაში იქნება და მომდევნო 10 წლის ვადით ავტომატურად გახანგრძლივდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო