პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლუკაშენკომ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსების ნებართვა გასცა

ლუკაშენკომ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსების ნებართვა გასცა

ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და სამხედრო ფორმირებების განლაგების ნებართვა გასცა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ნებართვის გაცემა ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის შეთანხმებიდან გამომდინარეობს, რომელსაც ლუკაშენკომ ხელი მინსკში, 2024 წლის 6 დეკემბერს მოაწერა - შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიებს ეხება "საკავშირო სახელმწიფოს" ფარგლებში.

ცნობისთვის, 5 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი რუსეთსა და ბელარუსს შორის ამ ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.