ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზელენსკი: უკრაინა მზადაა, რუსეთს გაუცვალოს დაკავებული ტერიტორიები

ზელენსკი: უკრაინა მზადაა, რუსეთს გაუცვალოს დაკავებული ტერიტორიები

უკრაინა მზადაა, მისი შეიარაღებული ძალების მიერ კურსკში დაკავებული ტერიტორიები გაცვალოს „სხვა“ მიწებზე, რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა The Guardian-თან საუბარში.
„ერთ ტერიტორიას მეორეში გავცვლით. არ ვიცი [რომელში], ვნახოთ. მაგრამ ყველა ჩვენი ტერიტორია მნიშვნელოვანია, პრიორიტეტი არა გვაქვს,“ თქვა ზელენსკიმ.
მისი სიტყვებით, კიევმა შეიძლება ეს საკითხი დააყენოს, თუკი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოახერხებს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ორგანიზებას. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები შეუძლებელი იქნება ვაშინგტონის მონაწილეობის გარეშე.
ასევე უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის წინადადებაზე უკრაინაში უცხოური სამხედრო კონტინგენტის განთავსების შესახებ, ნატოში ქვეყნის გაწევრიანების მომენტამდე. მისი სიტყვებით, ასეთი მისია ეფექტიანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის მასშტაბური იქნება.
„რაც შეეხება ემანუელის იდეას, თუკი ის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილია - მაშინ კი, თუ იქნება ევროპის 100-150 ათასი სამხედრო - მაშინ კი. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ჩვენ არ გვექნება პარიტეტი რუსეთის არმიასთან, რომელიც დგას ჩვენ წინაშე,“ თქვა მან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უფრო რბილი სამშვიდობო მისია ვერ იქნება წარმატებული, თუკი არ იქნება მოცემული გარანტიები, რომ ის შეძლებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას მოსკოვის მხრიდან საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.