ალენ სიმონიანი: რატომ უნდა მელაპარაკა (ზელენსკისთან) აეროპორტში რუსულად, როცა ვიცოდი, რომ მისი ქვეყანა რუსეთთან ომშია და ყოველდღე იღუპებიან ბავშვები, კაცები და ქალები?

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანმა, უღირსეულესი პასუხი გასცა რუს ჟურნალისტსა და პოლიტიკურ ანალიტიკოს კონსტანტინ ეგერტს (პუტინის რეჟიმის მიერ უცხოეთის აგენტად შერაცხულს და ქვეყნიდან დევნილს, რომელიც ამჟამად გერმანულ საერთაშორისო მაუწყებელ Deutsche Welle-ში (DW), საავტორო გადაცემა „вТРЕНДде“-უძღვება).
მან სიმონიანს, სომხეთში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს, ინგლისურად საუბრის შესახებ, რუსების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებზე ჰკითხა.
“რატომ უნდა მელაპარაკა აეროპორტში რუსულად, როცა ვიცოდი, რომ მისი ქვეყანა რუსეთთან ომშია და ყოველდღე იღუპებიან ბავშვები, კაცები და ქალები? უნდა მეიძულებინა მისთვის რუსულად საუბარი? ვიცი, რომ ეს არ მოსწონს. რატომ უნდა ჩავაყენო უხერხულ მდგომარეობაში და დაველოდო, როდის მთხოვს ინგლისურად საუბარს?“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”