პატიმრობაში მყოფ აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი გლდანის ციხიდან წერილს აგზავნის – პედიატრი წერს, რომ საზოგადოების სოლიდარობა და სიყვარული მას უდიდეს ძალას აძლევს.
ჩახუნაშვილი აანონსებს, რომ გამოაქვეყნებს ფოტოებს, რომელიც მის 1.5 თვიან პატიმრობას მოიცავს.
გიორგი ჩახუნაშვილის წერილი გლდანის ციხიდან, D3 საკნიდან
მოგესალმებით ჩემო კარგებო !ისევ და ისევ დიდი მადლობა და დიდი სიყვარულით მოკითხვა ყველას , ოჯახის წევრებს : ნინის, კოტეს, კონსტანტინეს, დავითს,ეკას ,მარის, ჩემი ოჯახის დიდ სამეგობროს, კოლეგებს, ექიმებს, პედაგოგიურ პერსონალს, მეცნიერებს, პოლიტიკურ პატიმრებს ,თანამებრძოლებს , ნაცნობ თუ უცნობ თანამდგომთ.
მაპატიეთ, რომ ყველას სათითაოდ ვერ გპასუხობთ და წერილებს ვერ გწერთ. იცოდეთ, რომ თქვენი ასეთი სოლიდარობა და სიყვარული , ყოველდღიურად უდიდეს ენერგიას მაძლევს.
ამ წერილთან ერთად ეტაპობრივად დაიდება ორი მიმართულების ფოტოები, რომლებიც ასახავენ ჩემს 1.5 თვიანი ცხოვრების ყოველდღიურობას:
1. სურათები N1-N36: “ღირსების ფასად დათმობილი თავისუფლება, რომელიც სიცოცხლის ფასი – სიცოცხლის ტოლფასი არ უნდა იყოს”
და
2. “მოგონებანი გარდასულ დღეთა” (სურ N1, N2, N3)
და ბოლოს:
1. “მთავარია არ გავბოროტდეთ”
2. “ციხიდან დანახული სამყარო”
3. “მადლიერების შეგრძნება უპირველეს ყოვლისა”
4. “მთავარია სოლიდარობა, თანადგომა და მომავლის რწმენა”
სწორედ ესენია გადმოცემული ამ სურათებში
როგორ შევძელი, არ ვიცი, მაგრამ შევეცადე კი.გკოცნით,
გიორგი ჩახუნაშვილი




