უტა ბერაია: საქართველოს კინოცენტრმა ლოკარნოს კინოფესტივალს მისი ფილმის ჩვენებიდან მოხსნის მოთხოვნით წერილი მისწერა

ქართველი რეჟისორის, უტა ბერაიას, ინფორმაციით, საქართველოს კინოცენტრმა ლოკარნოს კინოფესტივალს მისი ფილმის ჩვენებიდან მოხსნის მოთხოვნით წერილი მისწერა.
,,ლოკარნოზე პრემიერის წინ, კინოცენტრისგან მივიღეთ გაფრთხილების წერილი რომ ფილმის საჯაროდ ჩვენების შემთხვევაში ფულადი ჯარიმა დაგვეკისრება. კინოფესტივალსაც გაუგზავნეს წერილი რომ ფილმის პრემიერა არ შემდგარიყო. საბედნიეროდ ფესტივალმა ფილმი კონკურსში დატოვა და ფესტივალის მაყურებელს მიეცა მისი ნახვის შესაძლებლობა” – წერს ბერაია.
რეჟისორის თქმით, ინსტიტუციას, რომელიც ქართულ კინოს მხარს უნდა უჭერდეს, მართავენ ადამიანები რომლებმაც ცენზორის როლი მოირგეს. ბერაიას ფილმმა ,,ცრემლსადენი გაზი” 16 აგვისტოს ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი მიიღო, რომელიც მან რეჟისორმა მათე დევიძეს მიუძღვნა.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძის განმარტებით, მშობლები ვალდებული არ არიან, ბავშვის ფორმა აუცილებლად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გაყიდვის ქსელში შეიძინონ. მათ შეუძლიათ ფორმა სხვა მომწოდებლისგან იყიდონ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?