აიოვას შტატის სკოლაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აიოვას შტატში, პერის საშუალო სკოლაში სროლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ CNN დალასის ოლქის შერიფის ოფისზე დაყრდნობით წერს. არსებული ცნობით, სროლა ადგილობრივი დროით 07:37 საათზე, სასწავლო პროცესის დაწყებამდე მოხდა.

როგორც შერიფმა ადამ ინფანტემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაღუპულებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ჯერჯერობით, სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი ადამიანია დაღუპული.

როგორც შერიფმა აღნიშნა, პირი, რომელმაც სკოლაში სროლა ატეხა, იდენტიფიცირებულია.

მოგვიანებით, CNN-მა სამართალდამცავ ორგანოზე დაყრდნობით დაწერა, რომ პირი, რომელმაც სკოლაში ისროლა, მკვდარია.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება