რუსეთის მასობრივ თავდასხმას უკრაინის ქალაქებზე მსხვერპლი მოჰყვა – დაღუპულია 30 და დაშავებულია 160 მშვიდობიანი მოქალაქე

30 დაჭრილი და 160 დაშავებული – ასეთია რუსეთის მასობრივი თავდასხმის შედეგი უკრაინის ქალაქებზე. დარტყმის ქვეშ მოჰყვა: , ხარკოვი, დნიპრო, ოდესა, ლვოვი, ზაპოროჟიე, სმილა, სუმი, ხმელიცკი და ჟიტომირი. განადგურებულია 100 კერძო სახლი და 45 მრავალსართულიან შენობა. სამძებრო ოპერაციები ამ წუთებშიც გრძელდება, მასში 600 მაშველია ჩართული.
რუსეთის მიერ ნასროლი ერთ-ერთი რაკეტა კვლავ პოლონეთის საზღვარზე აღმოჩნდა, რის გამოც ქვეყნის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭო შეკრიბა. ვარშავა მოსკოვისგან განმარტებებს ითხოვს.
რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმა უკვე დაგმო გაერო-ს უშიშროების საბჭომ – “ტრაგიკულია, რომ 2023 წელი მთავრდება ისე, როგორც დაიწყო, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საშინელი ძალადობით” -აღნიშნა გენმდივნის თანაშემწემ სხდომაზე.
განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
“160 რაკეტითა და უპილოტო საფრენი აპარატით – ეს იყო ყველაზე მძიმე თავდასხმა ჩვენს ქალაქებზე. ჩვენმა ჯარისკაცებმა მათი დიდი ნაწილი მოიგერიეს, მათ შორის შაჰიდის ტიპის დრონებიც. რუსეთისთვის სამიზნეები ძალიან ჩვეულია – სკოლები, ეკლესიები, საავადმყოფოები, სამშობიარო და უამრავი კომერციული ფართი. რუსეთის ტერორიზმს ჩვენ თითოეულ თავდასხმაზე ვუპასუხებთ.
მნიშვნელოვანია, მსოფლიომ რეაგირება მოახდინოს ტერორის ამ მორიგ გამოვლინებაზე. ბევრმა ლიდერმა უკვე გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინასა და უკრაინელებს. ყველას მადლობას ვუხდი. განსაკუთრებით მათი, ვინც ჩვენს სახელმწიფოს საჰაერო თავდაცვით დაეხმარა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის მეომრებმა დღეს ბევრი რამ გააკეთეს იმის გათვალისწინებით, რომ რუსი ტერორისტები სპეციალურად ცდილობდნენ ჩვენი თავდაცვის გვერდის ავლას. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და ვიმუშავებთ იმაზე, რომ ომი დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა – რუსეთში,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება