აიათოლა ალი ხამენეი „უპირობო დანებების“ შესახებ ტრამპის განცხადებაზე – ჭკვიანი ადამიანები ირანს მუქარის ენით არასდროს დაელაპარაკებიან – ირანელი ხალხი არ დანებდება!

ირანელი ხალხი არ დანებდება, – ასე გამოეხმაურა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი „უპირობო დანებების“ შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას.
„ეს ქვეყანა არასდროს დანებდება. ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერ სამხედრო ჩარევას ნამდვილად გამოუსწორებელი საზიანო შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.
მისი თქმით, ირანი „ზეწოლას არ დაემორჩილება“.
„ის ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც ირანს, ირანელ ხალსა და ირანის ისტორიას იცნობენ, ირანს მუქარის ენით არასდროს დაელაპარაკებიან, რადგან ირანელი ხალხი არ დანებდება“, – აღნიშნა ირანის უზენაესმა ლიდერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში