ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეი შესაძლო თავდასხმისგან დაცული არ არის

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეი შესაძლო თავდასხმისგან დაცული არ არის.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ „ამის შესახებ პრესაში საუბარი სასურველი არ არის“.
„დაცული არავინ არ არის. ყველა ვარიანტი ღიაა“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის პოტენციური ჩართვის საკითხი პრეზიდენტ „დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას წარმოადგენს“.
„ის იმას გააკეთებს, რაც ამერიკისთვის არის კარგი, მე კი გავაკეთებ იმას, რაც ისრაელისთვისაა კარგი. პრეზიდენტი ტრამპი თამაშის წესებს კარგად იცნობს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.