დონალდ ტრამპი – ირანის ცის სრული და ტოტალური კონტროლი გვაქვს, ზუსტად ვიცით სად იმალება “უზენაესი ლიდერი”, მაგრამ მის მოკვლას არ ვაპირებთ, მინიმუმ ამ მომენტისთვის – ჩვენი მოთმინება იწურება – უპირობო დანებება!

ზუსტად ვიცით სად იმალება ირანის ე.წ. “უზენაესი ლიდერი”, ის მარტივი სამიზნეა, მაგრამ მის მოკვლას არ ვაპირებთ, როგორც მინიმუმ ამ მომენტისთვის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
“ახლა ირანის ცის სრული და ტოტალური კონტროლი გვაქვს. ირანს კარგი ცის რადარები და სხვა თავდაცვითი აღჭურვილობა ჰქონდა, და ბევრი, მაგრამ ის ვერ შეედრება ამერიკაში დამზადებულ, მოფიქრებულ და აწყობილ “ნივთებს”…
ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. “უზენაესი ლიდერი” [აიათოლა ალი ხამენეი]. ის მარტივი სამიზნეა, მაგრამ უსაფრთხოდაა იქ – მის მოშორებას (მოკვლას!) არ ვაპირებთ, როგორც მინიმუმ ამ მომენტისთვის, მაგრამ არ გვინდა სამოქალაქო პირებისკენ ან ამერიკელი ჯარისკაცებისკენ გასროლილი რაკეტები. ჩვენი მოთმინება იწურება”, – წერს ტრამპი.
კიდევ ერთ პოსტში ტრამპი წერს: “უპირობო დანებება!”

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)

თეონა ბაღდავაძე: პირველ რიგში ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი ემოციური ვიდეოსთვის, უბრალოდ არ შემიძლია ნიკუშა კაპანაძის ნაძირალა დედას რომელიც ცდილობს სიტუაციიდან დაძვრომას გულგრილად ვუყურო