არქივი30 დეკემბერი, 2023, 15:11
აზერბაიჯანის ცესკო-მ ალიევი პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა
აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა.
„7 თებერვალს დაგეგმილ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა, რომლის კანდიდატურა პარტიამ „იენი აზერბაიჯანმა“ („ახალი აზერბაიჯანი“) წარადგინა“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.
ალიევმა ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების განკარგულებას ხელი 7 დეკემბერს მოაწერა. კენჭისყრა 2024 წლის 7 თებერვალსაა ჩანიშნული.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.