ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავღანეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, „თალიბანი“ 600-ზე მეტი დაღუპულის შესახებ იუწყება

ავღანეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, „თალიბანი“ 600-ზე მეტი დაღუპულის შესახებ იუწყება

1 სექტემბერს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქუნარის პროვინცია. დანგრეულია სახლები და სხვა შენობები. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, ზოგიერთი სოფელი მთლიანად განადგურებულია.
„თალიბანის“ მიერ კონტროლირებული შსს-ს მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 622 და დაშავდა 1500-ზე მეტი ადამიანი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
მიწისძვრა იგრძნობოდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულსა და პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადშიც.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.