არქივი1 სექტემბერი, 2025, 10:39
ძლიერი მიწისძვრა ავღანეთში -დაღუპულია სულ მცირე 20 ადამიანი, დაშავდა 100-ზე მეტი

აღმოსავლეთ ავღანეთში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – BBC-ის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე, 20 ადამიანი და 100-ზე მეტი დაშავდა.
გამოცემის თანახმად, არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.
თალიბანის მთავრობის წარმომადგენლებმა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მოუწოდეს, შორეულ მთიან რაიონებში სამაშველო სამუშაოებში დახმარება გაუწიონ, რადგან ზოგიერთ მათგანში წვდომა, მეწყერისა და წყალდიდობის გამო, მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.